Posts

Image
აფხაზეთი აფხაზეთი  ( აფხ.   Аԥсны , აფსნი) —  საქართველოს  ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს  ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით , უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს  ენგურსა  და  ფსოუს  შორის.  ოკუპირებულია   რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების  მიერ  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შემდგომ (იხ.  საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ), იმართება მარიონეტული  დე ფაქტო  ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა  რუსეთმა  და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ  ნიკარაგუამ ,  ვენესუელამ  და  ნაურუმ . ჩრდილოეთით ესაზღვრება  რუსეთის ფედერაციას , სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს:  საძენი  (ანუ  ჯიქეთი ),  ბზიფი ,  გუმა ,  შუა სოფელ...